სიახლენი
2022 წელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის ობიექტის პროფილის შეცვლის გამო სოციალური საწარმოს შექმნამ გადაინაცვლა სოფ. წილკანში. უკვე შექმნილია ელემენტარული პირობები ყოფნისა და საქმიანობისათვის. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის შექმნა. 2021 წელი
სოციალურმა სოლიდარობამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართში დაიწყო მრავალპროფილიანი ბიზნეს-ინკუბატორის, სოციალური საწარმოს მოწყობა. სფეროები: ხე, რკინა, კერამიკა, ართბეტონი, გამოყენებითი ხელოვნების პროდუქცია, ენერგოეფექტურობა, ახალგაზრდული კინო სტუდია და სხვა. 2020 წელი სოციალური სოლიდარობა მონაწილეობდა პროექტში, რომელიც მიეძღვნა ფშავ-ხევსურეთში ტყის მერქნული ნარჩენების რაციონალურად გამოყენებას, შინამრეწველობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების დაინტერესებას გამოყენებითი ხელოვნებით. გაიმართა შეხვედრები სოფლებში, მაღაროსკარისა და ბარისახოს სკოლებში. ახალგაზრდებს გადაეცათ ხეზე სამუშაო ინსტრუმენტები და სახატავი საშუალებები, ჩატარდა მასტერკლასები. ფშავში გამოჩნდნენ მსურველები, რომლებიც იმუშავებენ მასალებით მომარაგებაზე. პროექტის ფარგლებში გარკვეული რაოდენობის მასალებიც დამზადდა. რომლისგანაც უკვე გაკეთდა ზოგიერთი ნაკეთობები. მასალების ამჟამად დასაწყობებულია საბაზო საწარმოში, სოფ,წილკანში 1
1 1 1 2019 წლის 29 ოქტომბერი-2 ნოემბერი
სოციალური სოლიდარობის და პარდუბიცეს რეგიონული განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩეხეთში სტუმრობდნენ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იქაური გამოცდილების გასაცნობად, თუ რა როლს თამაშობენ ადგილობრივი თვითმმართველობები ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაში. ორგანიზატორი: სოციალური სოლიდარობა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა სოციალური სოლიდარობის პრეზიდენტი ირმა კვაჭანტირაძე |
2019 წლის 29 სექტემბერი-4 ოქტომბერი,
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთს ესტუმრენ პარდუბიცედან ლანშკროუნის სასოფლო-სამეუნეო კოლეჯის პედაგოგების და სტუდენტები, სვიტავის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები. ისინი შესამამისად გაეცნენ წინამძღვრიანთკარის კოლეჯის და წეროვანის სკოლის ცხოვრებას. ორგანიზატორი: სოციალური სოლიდარობა |
|
ივლისი 2019
ერთობლივი პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთს სტუმრობდა ჩეხეთიდან პარდუბიცეს მხარის დელეგაცია გუბერნატორის მარტინ ნეტოლიცკის ხელმძღვანელობით. ამჯერად ვიზიტის თემა იყო სოციალური მეწარმეობა. სტუმრები გაეცნენ სოციალური მეწარმეობის სფეროში საქართველოში არსებულ სიტუაციას, ნახეს საწარმოები. დელაგაციას მომსახურება სრული პაკეტით გაუწია სოციალურმა სოლიდარობამ. |
|
მაისი, 2019
„სოციალური სოლიდარობის“ ინიციატივით მცხეთა-მთიანეთიდან სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტუმრობდა ჩეხეთს, პარდუბიცეს რეგიონს სოციალური მეწარმეობის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.
„სოციალური სოლიდარობის“ ინიციატივით მცხეთა-მთიანეთიდან სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტუმრობდა ჩეხეთს, პარდუბიცეს რეგიონს სოციალური მეწარმეობის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.
---------------------------------------------------------------------------------------------------
11.12.2018
„სოციალურმა სოლიდარობამ“ მცხეთის მერიის სხდომათა დარბაზში გამართა შეხვედრა ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების თემაზე. ეს განხილულ იქნა ევროპასთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ბიოპროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანის პერსპექტივას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ფერმერები, ბიოსაშუალებების მწარმოებელი და სერთიფიცირების კომპანიები. PIN-ის წარმომადგენლები. |
|
14-16.11.2018
ერთობლივი პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთს სტუმრობდა ჩეხეთიდან დამეგობრებული პარდუბიცეს მხარის დელეგაცია. განხილულ იქნა ერთობლივი პროექტები, მათ შორის სოციალური მეწარმეობის ასპექტში, რომლებიც სოციალურმა სოლიდარობამ უნდა განახორციელოს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლანსკროუნის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის პედაგოგები და სტუდენტები, რომლებიც ესტუმრნენ წინამძღვრიანთკარის კოლეჯს. ერთ თვეში აქედან ჩვენი სტუდენტების საპასუხო ვიზიტი გაიმართება. |
|
24.09.2018
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „People In Need” (PIN)-ის მიერ. ამ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოციალური სოლიდარობის“ ორგანიზებით ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში (წეროვანის დევნილთა დასახლება) გაიმართა შეხვედრა, თემას წარმოდგენდა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება (DCFTA), მიზნები, გამოწვევები, პერსპექტივები. PIN-ის წარმომადგენელმა სოფია გოდუაძემ დამსწრეთ გააცნო პროექტის არსი, აგრეთვე ის პოზიტიური პრაქტიკული შედეგები, რომლებიც უნდა მოჰყვეს ამ ხელშეკრულებას.„სოციალური სოლიდარობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გივიშვილმა წარმოადგინა პრაქტიკული მაგალითები ჩვენი რეალობიდან. ისაუბრა პრეზენტაციის ირგვლივ. დამსწრეთ გაეცნოთ ორი ახალი პროექტი, რომლის გამხორციელებაც დაიწყო „სოციალურმა სოლიდარობამ“ წეროვანში და რომლებიც პასუხობს DCFTA -ის პრიორიტეტებს. გაიმართა აქტიური დისკუსია თემის ირგვლივ. შეხვედრის მონაწილეთა დიდ ნაწილმა სასურსათო უსაფრთხოების თემა მიიჩნია მეტად აქტუალურად. |
2018 წლის 23-27 ივლისი
პარდუბიცეს მხარის (ჩეხეთი) დელეგაციის ვიზიტი მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის მარტინ ნეტოლიცკის ხელმძღვანელობით. ფშავი, თიანეთი, ყაზბეგი |
|
სოციალური სოლიდარობის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გივიშვილი მცხეთა-მთიანეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩეხეთში, პარდუბიცეს მხარეში იქაური გამოცდილების გასაცნობად.
პარდუბიცეს სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მარიამს დაეკისრა საკონტაქტო პირად ყოფნა, ოფიციალური ვიზიტების პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა და თარჯიმნობა. |
|
2017 წლის 27 სექტემბერი
ჩეხეთიდან პარდუბიცეს მხარის გუბერნატორის მარტინ ნეტოლიცკის და პარლამენტარების ვიზიტი საქართველოში. პროგრამის კოორდინატორი და თარჯიმანი მარიამ გივიშვილი ფოტოები. სტუმრები წინამძღვრიანთკარის კოლეჯში |
|
2017 წლის 4-6 მაისი სოციალური სოლიდარობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მოლდავეთის ფორუმში, რომელიც მიეძღვნა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. |
|
5 აგვისტო, 2016 სოციალური სოლიდარობა მასპინძლობდა ირლანდიური კომპანიის ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ მუხრანის ტურისტული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. აღმასრულებელი დირექტორი უწევდათ უშუალო მასპინძლობას და თარჯიმნობას. |
|
2017 წლის 12 აპრილი, ქ. მცხეთა
სასტუმრო „ჯინო ველნესში“, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობა რეგიონში, აღნიშნული სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდიკა. ევროკავშირის პროგრამების „შემოქმედებითი საქართველო“ და „შემოქმედებითი ევროპა“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, კულტურული ინდუსტრიებისთვის დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და შემოქმედებითი ადამიანების დაკავშირება და „შემოქმედებითი ევროპა“ პროგრამის განხორციელება ეროვნულ დონეზე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი შალვა გივიშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა თავისი მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალით, კულტურული მნიშვნელობით და დასახული მიზნებით შეძლო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივა“ პროექტის კონკურსის გამარჯვებული გამხდარიყო (აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი ერთადერთი გამარჯვებული რეგიონია. მონაწილე ქვეყნებიდან პროექტში მხოლოდ ქალაქები ჩაერთვნენ). აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას, რეგიონის ცნობადობის ზრდას და ტურისტული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, რაც თავის მხრივ მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება.
„სოციალური სოლიდარობა“ ამ ინიციატივის პარტნიორია.

დეკემბერი, 2016
წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ინიციატივით დაიწყო მწვანე ინოვაციების ცენტრის - ტექნოპარკის მოწყობა. აქ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება სოციალურ ინოვაციებს. შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას უზრუნველყოფს „სოციალური სოლიდარობა“, ასევე აქტიურად მოხდება ჩართვა გარემოსდაცვით, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროექტებში. მომზადდა საპროექტო წინადადება ქართული ფუტკრის გადარჩენასთან დაკავშირებით. |
ივლისი-ოქტომბერი, 2015,
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
თებერვალი 2015 წელი
„სოციალური სოლიდარობა" იწყებს გასვლით ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შერჩეულ, ცენტრისაგან მოწყვეტილ, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმიუწვდომელ მთიან სოფლებში, მედიკოსები შეამოწმებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუწევენ კონსულტაციას, გააცნობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძვლებს...
==================================================================

ივლისი 2014 წელი
ორგანიზაციის პრეზიდენტი, ქ-ნი ირმა გოცირიძე ივლისის თვეში იმყოფებოდა პოლონეთში სარეაბილიტაციო ცენტრების და სოციალურ მეწარმეობაში პოლონური გამოცდილების გასაცნობად. |
|