სოციალური სოლიდარობა
მადლი  ჰქენი,  ქვას  დადევი,
გაიარე  წინ  დაგხვდება.
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მიზანი, მისია, ამოცანები
    • გუნდი, სტრუქტურა
    • კონტაქტი
  • პროგრამები
  • სიახლენი
  • სხვადასხვა
მთავარი                                                                                                                                                                    English
   კაცობრიობა შედის განვითარების სოციალური სოლიდარობის ფაზაში. ხდება ეკონომიკის სოციალიზაცია. ბიზნესისთვის თუ აქამდე მხოლოდ კარგ ტონად ითვლებოდა სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება, დღეს უკვე გარკვეულ ვალდებულებად ყალიბდება. ამასთანავე პირდაპირი დახმარების ფორმას ემატება  არაპირდაპირი, როცა მხარდაჭერა გამოიხატება იმ შესაძლებლობის მიცემაში, რომ სოციალურად დაუცველმა ჯგუფებმა თუ ცალკეულმა პირებმა თავისი შრომით შესძლონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 
   დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვჭირდებით ერთმანეთს. მხოლოდ თანადგომით, ინოვაციური ხედვითა და მუხლჩაუხრელი შრომით შეგვიძლია დავძლიოთ ღია თუ შენიღბული ქვეყანაზე და ჩვენს საზოგადოებაზე  თავსდატეხილი ქარტეხილები.
   სოციალური სოლიდარობა ნიშნავს მოყვასის სიყვარულს, მისი ტკივილის საკუთარ ტკივილად განცდას, დახმარების ხელის გაწვდას, საკუთარი შემოსავლებიდან მათთვის დაუყვედრებელი მადლის გაწევას... 
ჩვენმა დიდმა წინაპარმა ჯერ კიდევ 800 წლის წინ თქვა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“...
Picture
ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
                                           წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

Picture
Powered by Create your own unique website with customizable templates.