ჩვენს შესახებ
საქველმოქმედო არამომგებიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოციალური სოლიდარობა“ შეიქმნა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ერთმანეთს გადაჯაჭვულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და ეკოლოგიურმა პრობლემებმა დაგვაყენა არაორდინალური, ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე და ჩვენ დავიწყეთ მოკრძალებული ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ ამბიციური მიზნებით. ორგანიზაცია დაფუძნდა 2014 წლის ივლისში. მისი დამფუძნებლები, თანამშრომლები ათეული წლების მანძილზე მუშაობდნენ შესაბამისი პროფილის სხვადასხვა სტრუქტურებში, სამოქალაქო სექტორში და აქედან გამომდინარე გადაჭარბებული არაა თამამი განაცხადები დასახულ ამოცანებთან, პროგრამებთან და პროექტებთან დაკავშირებით.
საზოგადოების მიზანი ცოდნაზე და მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება. საზოგადოების მისია იმ პროცესების ინიცირება, რამაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა მდგრად განვითარებამდე, ეკონომიკურად ძლიერი, გარემოსადმი მეგობრულად დამოკიდებული, სოციალურად დაბალანსებული საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა. საზოგადოების ამოცანები • საგანმანათლებლო საქმიანობა სოციალურ, სოციალურ-ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში; • სოციოლოგიური კვლევების ჩატარება, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; • სოციალური ინოვაციების დანერგვა, ინოვაციური საქმიანობის წახალისება, ორგანიზება, ინოვაციური პროდუქციის კომერციალიზაცია; • სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენელთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია; • ქალთა უფლებების დაცვა, მათი ლიდერებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა; • ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ალტერნატიული გამაჯანსაღებელი ობიექტების შექმნა; • სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს-ინკუბატორების, ტექნოპარკების შექმნა; • სოციალურ საწარმოთა საქმიანობის კოორდინაცია, პოპულარიზაცია, ხელშეწყობა; • სოციალური სოფლების, სახლების, ოჯახური გარემოს შექმნა-განვითარება სოციალურად დაუცველთათვის; • ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნის, „მწვანე მშენებლობის“ სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; • ჯანსაღი საკვების წარმოებისა და მისაწვდომობის ხელშეწყობა, ბიოაგრარული კომპლექსების შექმნა; • გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, გარემოსდამზოგავი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა; • ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მეთოდებისა და საშუალებების შემუშავება, დანერგვა; • სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში, სამეურნეო საქმიანობის წამოწყება-განვითარებაში; • სტიქიური მოვლენების და ომების შედეგად დაზარალებულ ოჯახების და მათი წევრების დახმარება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დასაქმება; • სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნიჭიერი ბავშვების დახმარება მათი შესაძლებლობების განვითარებაში, თვითრეალიზებაში; • საქართველოს მთის დასახლებების მდგრადი განვითარების, მთაში უკუმიგრაციის პროცესის ხელშეწყობა; • ღონისძიებების გატარება ცხოვრების დონით სოფლის ქალაქთან გათანაბრებისათვის, სოფლად არასასოფლო–სამეურნეო სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, მათ შორის სოფლის ტურიზმის, შინამრეწველობის და სხვა სფეროებში; • ინკლუზიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; • სოციალური მედიასაშუალებების შექმნა, ვიდეო-აუდიო, საგამომცემლო-პოლიგრაფიული საქმიანობა დასახული ამოცანების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით; • ორგანიზაციის ინტეგრაცია საერთაშორისო სოციალურ, ეკოლოგიურ, მწვანე ბიზნესის პროგრამებში, ქსელებში; • თემატური კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების, გამოფენების, ფორუმების ორგანიზება; • კანონმდებლობის სოციალიზაციისა და ეკოლოგიზაციის ხელშეწყობა; |