ჯანსაღი ცხოვრების პროგრამა
ჩვენს საქმიანობაში მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, აპრობირებული ალტერნატიული გამაჯანსაღებელი მეთოდების და საშუალებების დანერგვა-გამოყენება.
ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ჯანსაღი ცხოვრების ვირტუალური კლუბი, სადაც თქვენთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას მიიღებთ. ვამზადებთ სპეციალიზებული ცენტრის პროექტს. ეს არა სამკურნალო-სამედიცინო, არამედ სასწავლო-შემეცნებითი დაწესებულებაა. აქ იქნება ყველა პირობა დაინტერესებული პირების მისაღებად, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. ჩვენი ამოცანაა ადამიანის სასიცოცხლო ძალების გაძლიერება იმ დონემდე, რომ თავად ორგანიზმს შეეძლოს ავადობათა დაძლევა. იწყება სულიერი და ფიზიკური გაწმენდით და დასრულდება თქვენი ცხოვრების იმგვარი ცვლილებით, რომელიც განაპირობებს თქვენს სიჯანსაღეს გრძელვადიან პერსპექტივაში, კეთილსასურველ შედეგს იგრძნობთ ჩვენთან მოსვლის პირველივე დღიდან, ჩვენგან წახვალთ იმ ცოდნით, აგრეთვე საჭირო ორგანიზმის გამწმენდი ნატურალური საშუალებებით და ბიოდანამეტებით აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებას ხანგრძლივიი დროის განმავლობაში; |
მიმდინარე პროექტები
ჩვენი ორგანიზაციიდან ექიმი პედიატრი რეგულარულად ჩადის გრემის შესაძლებლობაშეზღუდულ პირთა სახლში (საქველმოქმედო კავშირი „თემი“) და უწევს სამედიცინო დახმარებას.
|