სოციალური მეწარმეობის პროგრამა
სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს
მრავალ ქვეყანაში, რამდენადაც იგი თავის თავში ერთდროულად ათავსებს სოციალური მისიისკენ სწრაფვას და ბიზნესის ტიპის საქმიანობას. მსოფლიოს ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა სხვადასხვა გზით ვითარდებოდა, შესაბამისად, განსხვავებული პრაქტიკა და გამოცდილება დაგროვდა. ტერმინი "სოციალური მეწარმეობა" ასოცირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაწეულ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობასთან, რომელიც მიზნად ისახავს მოგების მიღებას. მიღებული მოგება კი მათ მისიასთან და მიზნებთან შესაბამისად პოზიტიური სოციალური ცვლილებების განხორციელებას ემსახურება... ვრცლად ჩვენი ორგანიზაცია სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ორი მიმართულებით მუშაობს:
- სოციალური საწარმოების შექმნის ხელშეწყობა; - საკუთარი სოციალური საწარმოების შექმნა. უკვე მომზადებული გვაქვს რამდენიმე პროექტი და საპროექტო წინადადება. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, სოციალურ საწარმოსთან, ფიზიკურ პირებთან. -------------------------------------------
„სოციალურმა სოლიდარობამ“ სლოვაკეთის საელჩოს საგრანტო მხარდაჭერით დაიწყო ორი პროექტი. ერთი ითვალისწინებს სოციალური საწარმოს შექმნას, რომლის სპეციალიზაცია იქნება ეკომშენებლობა და რემონტი, საოჯახო სასტუმროების მოწყობა რეგიონებში და ენერგოეფექტური სათბურები. ამ პროექტში ოცამდე დევნილი დასაქმდება. მსურველები შეიძენენ სამშენებლო სპეციალობას. მეორე პროექტი წარმოადგენს ქალთა ბიზნესს გასტრონომიული ტურიზმის სფეროში, კორპორატიული ღონისძიებების ბუნებაში მომსახურებას კვებით. მიმდინარეობს საჭირო ინვენტარის შეძენა. ამ თემებით დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ თანამშრომლობისათვის. |
სოციალური საწარმოების კარგი მაგალითები
|