მიწავაშლა-ტოპინამბური-(Jerusalem Artichoke-Topinambur)
დღეს მსოფლიოში ჩამოყალიბდა “სოპერ პროდუქტის” ცნება. ასე უწოდებენ
განსაკუთრებული თვისებების და კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებს. ერთ-ერთი მათგანია მიწავაშლა. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მიწავაშლას პირველი სამრეწველო-საცდელი პლანტაციის გაშენებას ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობის ფარგლებში. მიღებული პროდუქციისათვის საბაზრო-სასაქონლო სახის მიცემას და ნედლი და მშრალი სახით ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას. მომავალში კი მსოფლიო ბაზარზე გატანას. მიწავაშლა წარმოადგენს ორ მეტრამდე სიმაღლის მზესუმზირას მონათესავე მცენარეს, რომელიც კარტოფილის მსგავსად იკეთებს ბოლქვებს. ერთ ადგილზე მისი მოყვანა უწყვეტად შეიძლება 8-10 წლის განმავლობაში. მისი აგროტექნიკა ისეთივეა, როგორც კარტოფილის. ბოლქვების მოსავლის ამოღება ხდება შემოდგომაზე, პირველი ყინვების დაწყებისას. ყინვაგამძლეა, მისი დატოვება მიწაში შეიძლება ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ამოღება. ტოპინამბურის მრავალფეროვანი პროდუქტები მიეწოდება ამერიკისა და ევროპის მოსახლეობას. ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში დაიწყო სამრეწველო მიზნით მიწავაშლას პლანტაციების მოშენება. საქართველოში მიწავაშლას უმნიშვნელო მოცულობით მისდევენ მოყვარული ფერმერები. ჩვენამდე პლანტაციის სახით მიწავაშლა არავის გაუშენებია. გამოყენება ტოპინამბური სულ უფრო მეტ გამოყენებას ჰპოვებს როგორც დიეტური საკვები. იგი პრაქტიკულად ენაცვლება კარტოფილს. ათასობით კერძის რეცეპტია შემუშავებული ტოპინამბურის გამოყენებით. მისგან ამზადებენ სიროფს, კრისტალურ ფრუქტოზას, სპირტს, საკვებ საფუარს და სხვა. გამშრალი ტოპინამბურის ფქვილი გამოიყენება პურის, მაკარონის და საკონდიტრო წარმოებაში, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. მედიცინაში მიწავაშლის გამოყენება სულ უფრო პოპულარული ხდება ჯანმრთელობის სფეროში. ის წარმოადგენს პოლისაქარიდ ინულინის მდიდარ წყაროს. ორგანიზმში მისი დაშლის შედეგად წარმოიქმნება ფრუქტოზა, რაც განსაკუთრებით საჭიროა დიაბეტით დაავადებულთათვის. მას გამოიყენებენ წონის დაკლებისას, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად. კუჭნაწლავის, ღვიძლის, გიპერტონიის, პოლიართრიტის დაავადებებისას. ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, მარილები და რადიონუკლეიდები, ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ხელს უწყობს ვიტამინების ათვისებას. ტოპინამბურის ღერო და ფოთლები სახსრების დაავადების საწინააღმდეგო საშუალებაა. დღეს მსოფლიოში ტოპინამბურის გამოყენებით ასობით დასახელების სამკურნალო-პროფილაქტკური საშუალება მზადდება. მიწავაშლა აქტიურად გამოიყენება ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში. მეცხოველეობაში მეცხოველეობაში გამოიყენება როგორც ბოლქვი, ისე მიწისზედა მწვანე მასა. მისი გამოყენებით წონამატი 20-30 პროცენტით იზრდება, მატულობს წველადობა. მიწავაშლა კარგი თაფლოვანი მცენარეა. ტექნიკური დანიშნულებით დაბალი თვითღირებულების გამო კარგი პერსპექტივა არსებობს ბიოსაწვავად მისი გამოყენების. სპირტის გამოსავლიანობა შედგენს 8 ლიტრს ას კილოგრამ ნედლეულზე. მოშენება მიწავაშლა რენტაბელობით ბევრ აგროკულტურას აღემატება. მდგრადია დაავადებების მიმართ და არ საჭიროებს ქიმიურ დამუშავებას. ყინვაგამძლეა. უპრეტენზიოა ნიადაგის მიმართ. ყველაზე ცუდი მოვლის პირობებშიც კი იძლევა გარკვეული რაოდენობის მოსავალს. აგროტექნიკის დაცვის პირობებში 20 ტონამდე ბოლქვის და 40-60 ტონამდე მწვანე მასის მოსავალს იძლევა. მარკეტინგი საქართველოს ბაზარზე მიწავაშლას დეფიციტია. იგი მცირე რაოდენობით გამოაქვთ გლეხებს ზამთრის დასაწყისში (გასაყიდი ფასი 1.5-2 ლარი), რაც დიაბეტიანთა მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს. ჩვენი მონაცემებით მარტო თბილისში დღეს რამდენიმე ათეული ტონა მიწავაშლას რეალიზაცია უპრობლემოდ შეიძლება, ხოლო სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ასეულ ტონაზეც გავალთ. მიწავაშლა მომავალში ჩვენი ერთ-ერთი საფირმო პროდუქტი იქნება სხვადასხვა ვარიაციებით. საინტერესო ინფორმაცია: www.topinambur.de http://topinambur.robinienhain.de/index.html www.schnapsgeschenk.de www.topinambur-meiwes.de www.bakanasan.de/ www.naturmarkt.de www.fit-mit-topinambur.de http://bioland.de/kunden/gemuese-fibel.php?show=79 |