სოციალური სოლიდარობა
მადლი  ჰქენი,  ქვას  დადევი,
გაიარე  წინ  დაგხვდება.
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მიზანი, მისია, ამოცანები
    • გუნდი, სტრუქტურა
    • კონტაქტი
  • პროგრამები
  • სიახლენი
  • სხვადასხვა

პროგრამა  „მადლი“
ალალი გულით მიძღვნილი, მცირედიც შაიწირების...  

პროგრამა „მადლის“  მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, სტიქიისგან დაზარალებული, მთაში მუდმივსაცხოვრებლად დაბრუნების მსურველი ოჯახები თუ პირები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი. დახმარების მსურველებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათთვის მოხერხებული ნებისმიერი ფორმით. სპეციალური კომისია ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას, შევადგენთ პროექტს და თუ საკუთარი ძალებით ვერ ვწვდებით, შევეცდებით მოვიძიოთ მხარდამჭერები კონკრეტული პროექტისათვის.
პროგრამა „მადლი“  შედგება რამდენიმე მიმართულებისაგან:
Picture
ეს ბავშვი ჩვენი რეალობიდანაა, ცხოვრობს მიწურში. ამ სახლში არანაირი კომფორტის  ცნება არ არსებობს, მას ფაქტობრივად სახლსაც ვერ უწოდებ... 
(დუშეთის რ-ნი ს. მლაშე)
1. საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება
საქართველოში  ბევრ ოჯახს  აქვს უმძიმესი საცხოვრებელი პირობები და არც არანაირი სახსარი არ გააჩნიათ ახლო მომავალში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამას ემატება მოხშირებული სტიქიური მოვლენებისაგან დაზარალებულები და სხვა.
ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეძლებისდაგვარად ვუწევთ ამგვარ ოჯახებს დახმარებას (სახლის აშენება, რემონტი, ავეჯით და საყოფაცხოვრებო ინვენტარით გაწყობა). სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში სავალდებულოა თემის, სოფლის, უბნის თანამონაწილეობა ფიზიკური შრომით მაინც, რათა ხელი შევუწყოთ ტრადიციული სათემო-სამეზობლო ურთიერთობების აღორძინებას.

პროგრამის მხარდამჭერები არიან  საქართველოში მოღვაწე კომპანიები. 
მიმდინარეობს პროექტების შემუშავება . შეგიძლიათ ჩაერთოთ თქვენთვის სასურველ პროექტში შესაძლებლობის ფარგლებში. 
==========================================================================================================
Picture
ჩვენს მიერ გაწეული ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარება მსოფლიოს მოწინავე გამოცდილებაზეა დაფუძნებული, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინოვაციების დანერგვას.
2. სამეურნეო-საწარმოო საქმიანობაში ხელშეწყობა
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ  სამიზნე ჯგუფების ხელშეწყობას იმ შესაძლებლობის შექმნით, რომ მათ უკვე თავიანთი შრომით გაიუმჯობესონ მდგომარეობა.  პროგრამის ფარგლებში ვეხმარებით საქონლის ფერმის, სათბურის და სხვა აგროწარმოების მოწყობა-ორგანიზებაში, მცირე საწარმოს მოწყობაში, ვასწავლით თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბაზართან ურთიერთობას და სხვა.
აგრარულ ასპექტში სავალდებულოდ ვაყენებთ ბიოაგროწარმოებას, ჯანსაღი კვების პროდუქტების წარმოებას. საწყის ეტაპზე ვეხმარებით აგრეთვე ბიოსასუქებით და პესტიციდებით.

პროგრამის ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები არიან:
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი
=========================================================================================================
Picture
3. განათლების ხელშეწყობა
პროგრამის ეს კომპონენტი მოიცავს იმ ახალგაზრდების ხელშეწყობას, რომელთაც აქვთ გამოხატული ნიჭი, უნარი, მისწრაფება ნებისმიერ სფეროში ცოდნის მიღების, წარმატების მიღწევის და არ გააჩნია ამის მატერიალურ-ფინანსური შესაძლებლობა.
ჩვენი ორგანიზაცია საკუთარი სახსრებით და მოძიებული სპონსორების საშუალებით დაეხმარება ასეთ პირებს.
იმედი გვაქვს ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი მეცნიერი, ხელოვანი, ლიტერატორი თუ უბრალოდ კვალიფიციური ხელოსანი შეემატება ჩვენს ქვეყანას.
Powered by Create your own unique website with customizable templates.