ინოვაციების პროგრამა
„სოციალური სოლიდარობის“ პრიორიტეტს წარმოადგენს ცოდნაზე დაფუძნებული, მეცნიერებატევადი განვითარება, სოციალური ინოვაციები, აგროინოვაციები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილების შერბილება, მწვანე სამუშაო ადგილები და სხვა.
ჩვენი ამოცანაა იმ დონის მატერიალ-ტექნიკური ბაზის (ტექნოპარკის) შექმნა, სადაც შესაძლებელი გახდება ყველაზე თამამი იდეების განხორციელება. წინასწარი შეთანხმება გვაქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე. ახალგაზრდების ჩართვაზე პროექტებში. ჩვენმა ინოვაციების პროგრამამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული სოფლის ინტელექტუალურ სოფლად გადაქცევის საქმეში. შემუშავებული გვაქვს ენერგოეფექტური სათბურის კონსტრუქცია, რომელსაც ტრადიციულთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლები ენერგია ესაჭიროება, ვამზადებთ როგორც საკუთარი გამოგონების, ისე სხვათა აპრობირებულ სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტებს, რომლებიც ფიზიკურ შრომას ორჯერ უფრო მსუბუქს და ეფექტურს ხდის, სხვადასხვა კონსტრუქციის მზის საშრობებს და სხვა. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც გააჩნია საინტერესო იდეები, გამოგონებები და სურს მოდელირება, წარმოებაში გაშვება, კომერციალიზაცია. კონტაქტი: 577 53 33 22, [email protected] . |
|