ოპუნცია / Opuntia vulgaris
მისი სამშობლო მექსიკაა. ოპუნცია წარმოადგენს ბრტყელფოთლიან კაქტუსს. აქვს დიდი
ყვითელი თაფლოვანი ყვავილები. ნაყოფი ზომით ჩვენებური შავი ქლიავის ზომის და ფორმისაა, ფერით მუქი შინდისფერი, წვნიანი, სპეციფიური არომატით. ლათინურ ამერიკაში საკვებად იყენებენ ოპუნციის ფოთლებს, მკვახე (მწვანე) და დამწიფებულ ნაყოფს. კულტურული პლანტაციების დიდი წილი სწორედ ლათინურ ამერიკაზე მოდის, მას მოსდევს იტალია და ისრაელი. სამრეწველო მიზნით იღებენ ნაყოფს, რომელიც ახალი ხილის სახით იყიდება ბაზარზე. მისგან ამზადებენ წვენებს, შარბათებს, ჯემებს, მარმელადს, კანფეტებს. ამერიკაში ღვინოს და ტეკილას. მწიფე ნაყოფისგან შესანიშნავი ბუნებრივი საღებავი მიიღება, თესლისგან შესაძლებელია ზეთის მიღება. ოპუნციის ფესვიც, ფოთოლიც და ნაყოფიც გამოიყენება ფარმაცევტიკაში. მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ამერიკაში მეცნიერებმა გამოიყვანეს უეკლო ოპუნცია, რომელიც მესაქონლეობისათვის საუკეთესო წვნიან საკვებს წარმოადგენს. საქართველოში ოპუნციის შემოტანა მოხდა რამდენიმე ათეული წლის წინ დეკორატიული მიზნით. იგი შესანიშნავად შეეგუა ჩვენს პირობებს. აბსოლუტურად უპრეტენზიოა ნიადაგისა და მოვლის თვალსაზრისით. უძლებს 20 გრადუსამდე ყინვას. ძირითადად მრავლდება ვეგეტაციური მეთოდით. იძლევა შესანიშნავ მოსავალს. ოპუნცია ჩვენი ინტერესების სფეროში მოხვდა ათიოდე წლის წინ, როცა ადამიანზე კაქტუსების დადებითი გავლენის შესწავლა დავიწყეთ. წლების მანძილზე ვაკვირდებოდით თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ჩვენი კოლეგების კოლექციებში ოპუნციის განვითარებას. რა უპირატესობები აქვს ამ მცენარეს? - აბსოლუტურად უპრეტენზიოა ნიადაგის მიმართ, პიტალო კლდეზედაც კი ხარობს და დამაკმაყოფილებელ მოსავალს იძლევა, ხოლო ნოყიერ ნიადაგზე ცხადია საგრძნობია მოსავლის ზრდა; - მორწყვის გარეშე ასევე დამაკმაყოფილებლად ვითარდება, ხოლო თუ ძლიერი გვალვების დროს, ნაყოფის სიმწიფეში შესვლისას ერთი-ორჯერ მცირეოდენ წყალს მივაწვდით, ესეც დადებითად იმოქმედებს მოსავლიანობაზე; - მოვლის თვალსაზრისით დიდ ზრუნვას არ საჭიროებს. პლანტაციის პირობებში საჭიროა რიგთაშორისების კულტივაცია, დაზიანებული და ზედმეტი ფოთლების მოცილება ნარგავების სწორად ფორმირების მიზნით, რომ მოსავლის აღებას ხელი არ შეეშალოს და უსისტემოდ არ გამრავლდეს; - გამძლეა დაავადებების მიმართ, ჩვენში მას ძირითადად აზიანებენ გარკვეული სახეობის ობობა და პეპლის ჭუპრები. მეკაქტუსეების გამოცდილებით ამ პრობლემის დაძლევა შეიძლება თამბაქოს ნაყენის შესხურებით, რითაც ბიომეურნეობრიობის პრინციპი არ ირღვევა. ნაყოფს ჭია არ უჩნდება. - კარგი მოსავლიანია, 1 Hჰა-ზე საშუალო მოსავლიანობა 8-10 ტონაა. მოსავალს იძლევა მეორე წლიდან და მცენარის ზრდასთან ერთად იზრდება მოსავლიანობაც. - შემოსავალი გაწეულ დანახარჯებთან შედარებით საგრძნობია. ევროპის ბაზარზე ახალი ხილის სახით 1 კგ ფასი 2-3 ევროა (ხარისხის მიხედვით). შედარებით დაბალი ხარისხი მიდის საკონსერვო წარმოებაში. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები В промышленности и медицине используют все растение опунции обыкновенной целиком. Растение используют в косметологии, Из семян выделяют масло или перемалывают в муку. Цветки опунции входят в состав многих чайных сборов. Из растения вырабатывают пектин, клей и красители для пищевых продуктов. В нем содержатся витамины. Из этого вида кактусов можно получить сырье для производства мыла, спирта, дезодорантов и многое другое. Благодаря немалым целебным свойствам опунция применяется в традиционной и народной медицине. Из побегов опунции готовят препараты, помогающие при диарее и устраняющие боли в животе. Плоды опунции используют также в качестве закрепляющего средства при диарее. Для лечения сахарного диабета, ожирения, гастрита, болезней печени, артериальной гипертонии, язвенной болезни желудка рекомендуют препараты из стеблей и цветков этого кактуса. Они в состоянии также регулировать уровень сахара в крови. Листья опунции способствуют выработке инсулина в организме. Опунцию советуют употреблять в пищу при ожирении, она способствует потере веса, но при этом обеспечивает организм всеми питательными веществами. Дело в том, что волокна кактуса поглощают молекулы жира, поэтому он не всасывается в кишечнике. Она также помогает расщеплению жиров в тканях и быстрому их выведению из организма. Опунция содержит растительные белки, помогающие бороться с отеками и целлюлитом, выводя жидкость из организма. Также она снимает тяжесть в ногах, устраняет ломоту. Сок опунции рекомендуют пить при болезнях печени. При воспалении мочевыводящих путей (цистите, уретрите) помогает отвар из корней опунции, оказывающий мочегонное действие. Также опунция хорошо действует при нарушении деятельности предстательной железы, ее отвар советуют пить мужчинам после 50 лет. Цветы кактуса обладают кровоостанавливающим и вяжущим свойствами, они рекомендованы для избавления от аденомы простаты, при уретритах и других заболеваниях с непроизвольным и частым мочеиспусканием. Содержащиеся в них вещества помогают укрепить сфинктеры мочевого пузыря, а также спасают от хронических воспалительных процессов. შენიშვნა: მე თავად მაქვს ოპუნციის მოშენების და ნაყოფისაგან წვენის დამზადების გამოცდილება. შ.გ. . |